weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ჩრდილოეთ მაკედონია“ - სკოპიე და ათენი მაკედონიის ახალ სახელწოდებაზე შეთანხმდნენ

10:28 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

მაკედონიასა და საბერძნეთს შორის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით 27-წლიანი დავა დასრულდა. 12 ივნისს მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონია“ (Северна Македониjа).

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის თქმით, ახალი სახელწოდება ნათლად წარმოაჩენს განსხვავებას საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და სახელმწიფო მაკედონიას შორის.

ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება, წლის ბოლომდე კი ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ისტორიულ შეთანხმებას“ მიესალმება. მან მხარეებს მოუწოდა, ახალი სახელწოდების დამტკიცებასთან დაკავშირებული ფორმალური ნაწილი დაასრულონ. მისივე თქმით, ეს სკოპიესთვის იქნება ახალი გასაღები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებისკენ.

მაკედონია იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 142-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სახელწოდებას „მაკედონიის რესპუბლიკა“. საბერძნეთის წინააღმდეგობის გამო 1993 წელს, გაერო-ს წევრი ქვეყანა დროებითი სახელით - „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ გახდა. საბერძნეთმა მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლება საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაშიც დაადანაშაულა და 2008 წელს დაბლოკა მაკედონიის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]